|
2017-02-24 09:27:35, 2441 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნაქურდალი მობილური ტელეფონები ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაქურდალი მობილური ტელეფონები ამოიღო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ. „სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)