|
2017-02-23 17:36:00, 1176 ნახვა
საზოგადოება
ევროვიზიის სამუშაო ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ევროვიზიის სამუშაო ჯგუფი საქართველოშია. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2017-ი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში პირველი შეხვედრები გამართა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან შედგა. განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, ტექნიკური საკითხები და სავარაუდო ლოკაციები, სადაც ნოემბერში, პირველად საქართველოში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს. ,,კონკურსის სამჯერ მოგების შემდეგ დადგა დრო, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თქვენთან ჩატარდეს და საქართველომ საბავშვო ევროვიზიას პირველად უმასმინძლოს. საქართველოში პირველად ვარ და მომდევნო თვეებში თბილისში ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი შოუ მოვაწყოთ. ქართულმა მხარემ უკვე ბევრი დეტალი გათვალა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა”, - ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერმა ჯონ ოლაფენდიმ. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად. ,,ევროვიზია სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამუშო ჯფუფი უკვე თბილისშია. ჩვენ აქტიურად გავდივართ ყველა დეტალს, რათა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. 2016 წელს საქართველო ევროფესტივალის გამარჯვებული მესამედ გახდა და წევრ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება. კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.
(NS)
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)