|
2017-02-22 16:48:24, 1333 ნახვა
საზოგადოება
ხანძრით დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყო
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, “ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გახსნა. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ: ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002 ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602 ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608 მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება. საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან - ,,მაგთიდან", ,,ჯეოსელიდან", ,,ბილაინიდან" - შემდეგ ნომერზე 0 901 901 959 ზარის ღირებულება 1 ლარია. სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ. ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)