00:57 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 22:22:26, 1701 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების მხრიდან ე.წ. ციანიდის საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფცია შეილახა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების მხრიდან ე.წ. ციანიდის საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფცია შეილახა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული. 

„მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნათლად ჩაგვაყენონ ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული, ვიღაცისთვის ნაჩვენები რაღაცა ამბების მნახველების ინფორმაციაზე დაყრდნობილნი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეში პოლიტიკოსების განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როცა ხდება როლების და ფუნქციების არევა“. მისივე თქმით, „როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია“.

​„დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ძაბავს საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics