|
2017-02-21 21:58:55, 2154 ნახვა
სამართალი
მამა მიქაელ ბოტკოველი: საგამოძიებო სტრუქტურებს სრულ ნდობას ვუცხადებთ
ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. "საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)