|
2017-02-21 12:21:11, 2240 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიცე-პრემიერ ჯეჯელავას საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ახალგაზრდული პოლიტიკა იქნება
მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიკავა. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საქმიანობის სფერო მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციადა ახალგაზრდული პოლიტიკა იქნება. „ანუ თქვენთან მეტი ურთიერთობა მომიწევს, დადებითად ვუყუერებ ამ ამბავს. მეორეა ახალგაზრდული პოლიტიკა, მოგეხსენებათ, ახალგაზრდობის საკითხებით რამდენიმე უწყებაა დაკავებული, მათ შორის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები, კულტურაშიც არის ახალგაზრდობის საკითხები და თვითმმართველობაში, შევეცდებით ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ახალგაზრდული საქმიანობა ჩვენი უფრო ეფექტიანი გახდეს, ეს არის გეგმა. ეფექტურობა ისეთი რამეა, რასაც ბოლო არ აქვს. ანუ, ახლა უფრო ეფექტურს, რომ გავხდით, მომავალ წელს უფრო ეფექტური გახდება, ეს უსასრულო შკალაა. ვფიქრობ, მომავალში უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო. რა იგულისხმება ეფექტურობაში - ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს არის საზაფხულო ბანაკები, რომელიც როგორც იცით, არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორია, ანაკლიის ბანაკი, ცხადია, რაც უფრო მეტი ბანაკი გვექნება, მით უკეთესი, ანაკლის ბანაკით დაახლოებით 3000-მდე სკოლის მოსწავლე სარგებლობდა, გაფართოების საშუალება, ახლის აშენების და ა.შ. არ იყო, თუმცა, ამავე დროს, ჩემს უწყებაში მაგალითისთვის, არის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც შეიძლება, თუ ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში, გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდში იგივე ბანაკების ჩასატარებლად, ვმუშაობთ თავდაცვასთან, იქ არის შესაძლებლობები, რომ მათ კოორდინაციაში გავაკეთოთ რაღაცები, მეტი ეფექტურობა გულისხმობს, რომ ყველა უწყების ცალკე ძალისხმევა კოორდინირებული იყოს, ურთიერთდაკავშირებული და შესაბამისად დახარჯულ ლარზე მეტი ეფექტი მივიღოთ. ეფექტურობის საზომი ეს არის”,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)