|
2017-02-20 18:45:53, 2252 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პატრიარქი მრევლს: სამწუხაროა, რომ საქართველოში არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლს გაესაუბრა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. უწმინდესმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს, ხელისუფლებას და პროფესორებს, რომლებმაც მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. "თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი, ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ გერმანიიდან. მინდა, მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, ლოცვებისთვის. მინდა, მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესორებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო. დალოცვილი იყავით", - ბრძანა ილია მეორემ. მისივე განცხადებით, სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - ბრძანა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)