08:46 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 13:01:23, 1184 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის I ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. 

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია.

მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში  გაიგზავნებიან.

პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა.  

ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის  დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო  საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, ეპილეფსიისა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics