18:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 10:34:41, 2681 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, საქართველოში მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა

„მომავალში იმედია, სასქართველოში მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე განაცხადა.
 

მისივე თქმით, ესტონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას ხელს შეუწყობს. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური  პოტენციალის სრულად ათვისებას. ესტონეთი ისევე, როგორც საქართველო დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ესტონეთმა მართლაც სასწაული მოახდინა, ძალიან მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია“, – აღნიშნა პრემიერმა. 

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, როგორიც ესტონეთშია.

რადგან, პრემიერის შეფასებით, ესტონეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ერთ–ერთი გამორჩეული ქვეყანაა. 

„ ესტონეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ინოვაციების კუთხით ერთ–ერთი გამორჩეული ქვეყანაა.  ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს ისეთი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, როგორიც ესტონეთშია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მან აქვე აღნიშნა, რომ ესტონური კომპანია Skinest Group, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას ახორციელებს, საქართველოში სხვა პროექტების განხორციელებასაც  აპირებს. 

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში  ინვესტიციას ახორციელებს ერთ–ერთი ესტონური მოწინავე კომპანია Skinest Group.  მინდა მივესალმო ამ კომპანიის ხელმძღვანელს ოლეგ ოსინოვსკის, რომელიც დღეს ფორუმში მონაწილეობს.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ჩვენთან სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ  მომავალში სხვა ესტონური კომპანიებიც  დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია  შემოვა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics