|
2017-02-17 13:03:24, 1699 ნახვა
სამართალი
„აფბა“ Philip Morris-ის და British American Tobacco-ს დაჯარიმების ფაქტებს შეისწავლის
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ სასამართლო დავას ეხმაურება, რომელიც გასულ კვირას, 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა და რომლის მიხედვითაც, სიგარეტის ამერიკული მწარმოებელი Philip Morris-ი 92 მილიონი ლარით დაჯარიმდა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ამერიკული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს პირველი ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ბაზარზე დენპინგური ფასებით ოპერირებაში. აბფასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანიის მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ქართული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „პირელი“. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით აჩენს ეჭვებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ ხდის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარზე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. ამ დასკვნიდან ზუსტად სამ თვეში კი სასამართლო სწორედ ამ მუხლების დარღვევაში სცნობს დამნაშავედ ამერიკულ კომპანიას და უპრეცენდენტოდ დიდ ჯარიამას აკისრებს, ქართული კომპანიის სასარგებლოდ. თუ დაუშვებთ, რომ ამ სამ თვეში მართლაც შეიცვალა თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია და ამარიკული კომპანია მართლაც არღვევდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებს (რაც სამი თვის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია) როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი, ამის მიუხედავადაც ამერიკული კომპანიისთვის განსაზღვრული საჯარიმო თანხა, მაინც უსამართლო გამოდის, იმდენად რამდენადაც შეუძლებელია ქართულ კომპანიას სამი თვის ვადაში 93 მლნ ლარის ზარალი მიეღო ამერიკული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. პარალელურა ცნობილი ხდება კიდევ ერთი დავის შესახებ, საუბარია თამბაქოს მაწარმოებელი კომპანია British American Tobacco-სა და მოსარჩელე, თამბაქოს ქართული მწარმოებელი კომპანია OGT-ის დავაზე. მეტად საგულისხმო ის ფაქტია, რომ ეს ორივე გადაწყვეტილება ერთსა და იმავე დღეს, ერთმა დ აიმავე მოსამართლემ გამოიტანა და ამ კონკრეტულ ქეისშიც ამერიკულ კომპანიას კოლოსალურად მაღალი ჯარმა დაეკისრა 90 მლნ ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ სწავლობს ამ საკითხებს და უახლოეს მომავალში უფრო დეტალურ ანალიზსს წარუდგენს საზოგადოებას ამ კონკრეტული ქეისების შესახებ“, - ნათქვამია „აფბას“ განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)