23:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 15:17:42, 2096 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგი კაპანაძე: ხელისუფლება უშიშროების საბჭოს ფუნქციების შემცირებას აპირებს

„ევროპული საქართველოს“  წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არსებობდეს.  ამასთან, როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობები, პრეზიდენტის ფუნქციების ყველა მიმართულებით მინიმუმამდე დაყვანის.

„ქართული ოცნება“ ცდილობს,  რომ უშიშროების საბჭო კი არ გააუქმოს მარტო, ზოგადად პრეზიდენტს გაუქროს ის მცირე ფუნქციები, რომელიც მას გააჩია. ამას აკეთებს იმ მოტივით, რომ არ სურს ჰქონდეთ თუნდაც ოდნავი მაბალანსებელი  ორგანო. ჩვენთან დღეს უსაფრთხოების და უშიშროების თემები არის მთლიანად მოშლილი. პრეზიდენტის მხრიდან არის ინიციატივა, რიმ უსაფრთხოების საკითხებზე იყოს რაღაც ზეეროვნული, ზეპარტიული დისკუსია. ამაზე პასუხად ხელისუფლება აპირებს პირიქით უშიშროების საბჭოს ფუნქციები შეამციროს. არ მგონია, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ქმედება. არის მცდელობები, ყველა მიმართულებით, მინიმუმამდე დაიყვანონ პრეზიდენტის ფუნქციები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კი დღეს განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება,  ტერმინი უშიშროების საბჭო შეიცვალოს თავდაცვის საბჭოთი და მისი შეკრება მოხდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან  საომარი მდგომარეობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics