|
2017-02-16 13:51:10, 2400 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნადირაშვილი პროკურატურას: პატრიარქთან დაკავშირებით რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში?
„ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურას და აღმასრულებელ ხელისუფლებას კითხვებით მიმართავს. კერძოდ, ირმა ნადირაშვილი მათგან ითხოვს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: „რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში?; რა გეგმა გქონდათ, რათა ჩვენ გვეფიქრა, რომ ქვეყანაში მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა?; რისი გადაფარვა გინდოდათ, ან რატომ ჩაერიეთ ასე უხეშად ეკლესიის საქმიანობაში?; დღემდე რატომ არ აქვეყნებთ იმ ჩანაწერებს, რომელსაც როგორც აცხადებთ, გაქვთ?“. ნადირაშვილის განმარტებით, პროკურატურაც, საპარლამენტო უმრავლესობაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც ცდილობდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაეჯერებინა, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა. "ჩვენ ვისმენთ უკვე უტიფარ განცხადებებს პროკურატურის მხრიდან, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ საერთოდ არც ერთ სასულიერო პირზე არ იგეგმებოდა თავდასხმის განხორციელება. გვითხრეს, რომ ეს სასულიერო პირებს არ ეხებოდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბინძური თემა იყო, არ ვიცი, რისთვის იყენებდნენ ამას, მაგრამ, ფაქტია, რომ რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, ჩვენს პროკურატურას არ აქვს არანაირი ნდობა, მისი კრედიტი ამოწურულია, ისინი დაკავებულები არიან ასეთი საზიზღარი ტიპის საქმეების შექმნით და პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებით. ვთვლი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრმა, უმრავლესობის წევრებმა და პირველ რიგში პროკურატურამ, რომელმაც შოკში ჩააგდო 1 კვირის განმავლობაში საზოგადოება, პასუხი უნდა გაგვცეს, პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ამ ინფორმაციის და ასეთი განცხადებების გავრცელების გამო",-განაცხადა ნადირაშვილმა.
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)