23:16 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 12:14:03, 1620 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოსმენებთან დაკავშირებით, ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს

 „ევროპული საქართველო“  ხელისუფლებას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით,  ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს. კერძოდ, პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი,   უნდა  შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი ტექნიკური სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს.

„მასზე ძლიერი საპარლამენტო კონტროლი იყოს და რაც მთავარია, იყოს მოსმენების ე.წ. 2 გასაღები. ეს არის ის გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი გარანტიების არსებობას უკანონო მოსმენების მინიმუმამდე დაყვანისთვის და რომელიც რაც მთავარია, იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთან და კონსტიტუციასთან შესაბამისი.

აღნიშნული გადაწყვეტილების და შეთავაზების გაუზიარებლობის შემთხვევაში, კვლავ ვიღებთ არსებითად ანტიკონსტიტუციურ მოდელს, რომლის ფარგლებშიც უკანონო მოსმენების ძალიან ფართო შესაძლებლობა ექნება სუს-ს.

ერთ შემთხვევაში ეს არის სასამართლო, როდესაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება ფარული მიყურადება, მეორე შემთხვევაში როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის ხორციელდება , ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ გაზიარებული გვაქვს პრინციპები არასამთვრობო ორგანიზაციების, თუმცა ჩვენი შეთავაზება მათი შეთავაზების მთლიანად კოპირება არ არის. ამ შემთხვევაში ეს არის შუალედური ვარიანტი",-აღნიშნა აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics