10:32 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 11:10:33, 2234 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანი მის გამოკითხვას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს.

ამ დრომდე უცნობია შეიცვლის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გამოკითხვის ფორმასთან დაკავშირებით.

მამუკა ახვლედიანი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე კრიმინალურ პოლიციაში დღეს 18:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. 

„ტელევიზიით შევიტყვე ჩემს ამბავზე, შესაბამისად მე ნაკლებად ვენდობი ამ ტიპის დამოკიდებულებებს და გამოძიებას და შესაბამისად ერთადერთი გზა არის რომ სასამართლო წესით მოითხოვო და მიეცეს ყველაფერს ოფიციალური ფორმა. ტექსტები რასაც ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ყველგან, ძალიან ბევრ ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანთან მისაუბრია. ყველაზე მთავარი რაც არის ფინანსებთან დაკავშირებით, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია რასთან დაკავშირებით უნდა გადაეხადა ვინმეს რაიმე და რა კავშირი შეიძლება  მქონდეს ყველაფერ ამასთან და თუ ვინმე მოუსმენს ტექსტს, იქ საუბარიც კი არ არის ჩემთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ეს ავთენტური იყოს“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics