|
2017-02-15 21:41:50, 1284 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატები პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი დეპუტატები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ ნოვაციებს დადებითად აფასებენ. სწორედ აღნიშნულ კომიტეტზე წარადგინა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია წარდგენილი, რომლებიც კიდევ უფრო გააჯანსაღებს პენიტენციური სისტემაში უკვე დამკვირდებულ მაღალ სტანდარტს. „2012 წლამდე ამ სისტემაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკითხები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ და მსგავსი პროგრესი წარმოუდგენელი იყო. მადლობას ვუხდი მინისტრსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კანონპროექტის შემუშავებაში იყო ჩართული“, - განაცხადა სოფიო კილაძემ. დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა 90-იანი წლების პერიოდიდან ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელია, ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. „დღეს წარმოდგენილ ცვლილებებს კი, რევოლუციურ რეფორმას დავარქმევდი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის სასჯელაღსრულების სისტემის ხასიათს. თუ ადრე ის დასჯასა და იზოლაციაზე იყო ორიენტირებული, ახლა სისტემა უფრო ჰუმანურია. ვაღწევთ იმას, რომ ადამიანები სასჯელის მოხდის პირობებში ცდილობენ სასარგებლონი გახდნენ თავიანთი ოჯახებისთვის, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. დეპუატატ მერაბ ქავარაიას განცხადებით, მისთვის კარგადაა ცნობილი რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, დღევანდელი ვითარება კი, მკვეთრად განსხვავებულია. „მე ვიყავი ორ დაწესებულებაში, შევხვდი ათეულობით პატიმარს. მინდა გითხრათ დიდი მადლობა ყველას, იმისთვის, რომ არ ჩერდებით მიღწეულზე და ცდილობთ შემოიტანოთ ნოვაციები, რაც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის ძირითად პრინციპებს და რეჟიმის სათანადოდ დაცვას, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვას“ - აღნიშნა ქვარაიამ. პენიტენციური სისტემის ცვლილებები დადებითად აღნიშნა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის პირობებით დაინტერესდა. „ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვაკუთხედი არის ის, თუ როგორ ხდება სახელმწიფოს მხრიდან მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა. მოხარული ვარ, რომ მაღალი სტანდარტი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დადო თავის ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს და იხვეწება, კიდევ უფრო მეტად მოდის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. მართლაც არაერთი ნოვატორული სიახლე იგეგმება, თანაც ისე, რომ ჰუმანურობასთან ერთად, დაცულია სამართლიანობის პრინციპი და მორგებულია რესოციალიზაციაზე“, - აღნიშნა მან. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ჭრილის გათვალისწინებითაც, სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია. მან განსაკუთრებით აღნიშნა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავსუფლების აღვეთის დაწესებულების შექმნის იდეა, მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და შინაპატიმრობის შემოღება. „წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება იმის ხაზგასმა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერი, სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, ჩვენი მთავრობისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული. ამით, ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი იმისა, რომ მსჯავრდებულები საზოგადოებას დაუბრუნდნენ. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ცხოვრობენ საქართველოში და უნდა ჰქონდეთ უფლება დაუბრუნდნენ და ისარგებლონ იმ სამართლებრივი სიკეთით, რაც თვის დროზე ხელყვეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა. დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივებს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, მოქალაქე საზოგადოებას რეაბილიტირებული დაუბრუნდეს. საკითხის განხილვისას დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციებიც წარადგინეს. კახა კახიშვილმა მათ ვითარების ადგილზე უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)