|
2017-02-15 17:32:04, 2082 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ბოლოს, შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის დირექტორი მაია რჩეულიშვილი, მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დასაუფლებლად, შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროსს - ქეთევან ჟორდანიას, რათა ეს უკანასკნელი დაკავშირებოდა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის" მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, მოეთხოვა თითოეული მათგანისთვის 1 870 ლარის გადახდა. მ. რჩეულიშვილის დავალების შესაბამისად, ქ. ჟორდანია დაუკავშირდა ობიექტის მენაშენეებს, მოსთხოვა მათ და 2014-2016 წლების განმავლობაში შეატანინა ჯამში 258 092 ლარი, საიდანაც მიზნობრიობით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადარიცხული იქნა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას - 236 177 ლარს ქეთევან ჟორდანიას დახმარებით დაეუფლა მაია რჩეულიშვილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემული ეტაპისთვის „ცენტრ პონიტ ჯგუფი"-ს დამფუძნებლისა და დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ორი სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 180-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" დამე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით და ასევე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტები (ე.წ. „აჭარის მაგნოლიის" ეპიზოდი)“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მაია რჩეულიშვილს ბრალდების ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო 250 000 ლარის ოდენობით და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის ნოემბერში წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მან კვლავ განაგრძო მოქმედება მენაშენეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დასაუფლებლად და ეპიზოდი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება, ჩადენილია გირაოში ყოფნის პერიოდში. მაია რჩეულიშვილის და ქეთევან ჟორდანიასთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)