|
2017-02-14 10:59:30, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პესრპექტივებზე ისაუბრეს. ლატვიურმა მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ვიქტორ დოლიძემ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით მუდმივად იქნება ნატო-ს, თუ ევროკავშირის ღონისძიებების დღის წესრიგში. სახელმწიფო მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ლატვიელი მეგობრებისგან და პარტნორებისგან, მოვიცავით ძალიან ფართო სპექტრი საკითხების, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე მხარდაჭერა, ბუნებრივია. ახლა, ამ მხარდაჭერას სჭირდება კონსოლიდირება და კონკრეტული გეგმა-გრაფიკის შემუშავება, რისიც ძალიან კარგი საფუძველი არსებობს, როგორც ლატვიელი, ისე ლიტველი და ესტონელი კოლეგების მხრიდან“, -აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა წარმატება უსურვეს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაადასტურეს ლატვიის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს ვიქტორ დოლიძემ და ნატო-ს სტრატეგიული კომუკაციების ცენტრის დირექტორმა იანის საარტსმა სახელმწიფო მინისტრის, ასევე, 13 თებერვალს, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორც ჩვენს ნატოელ, ისე ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ამგავრი სტრატეგიული კომუნიკაცია, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან, რათა ქვეყნის გარეთაც უკვე დაგეგმილ ღონისძიებეზე, განსკუთრებით უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროში, რაც შეიძლება მეტი ურთიერთკოორდინირებული მუშაობა გავაგრძელოთ“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
(NS)
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)