|
2017-02-13 14:39:49, 2346 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ამის შესახებ შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შოთაძემ. ცნობისთვის, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)