06:24 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 14:30:37, 1254 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციის 5 მონაწილე დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს, აქციის ხუთი მონაწილე დააკავეს. 

პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, მერიასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ვითარება მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაიძაბა, როდესაც აქციაზე გელა ჩოხელი მივიდა. გელა ჩოხელი, ის პიროვნებაა, რომლის საკუთრებაშიც ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.

ჩოხელი ცდილობდა, აქციის ორგანიზატორებისთვის აღნიშნულ საქმეზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა მხარეებს შორის საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო.

გზის სავალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, ნაწილობრივ გაიხსნა.

"ექსპრესნიუსი" აქციის მონაილეების დაკავების ფაქტს არკვევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics