08:49 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-12 10:42:44, 2212 ნახვა

სამართალი
ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, მან საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტით შეთავაზებული ცვლილებები გააცნო და დამსწრეების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე არის წარმოდგენილი - პარლამენტი, მთავრობა, არასამთავრობოები. უმეტეს საკითხზე არის კონსესუსი. ამ პერიოდმა, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, დაანახა საზოგადოებას, რომ შსს-ს ინიციატივები იყო სწორი და საჭიროც. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული იქნეს უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ადმინისტრირების გამკაცრების შესაძლებლობა სიჩქარის გადაჭარბებაზე, არასწორ მანევრირებასა და ნასვამობაზე.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics