21:26 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 20:58:51, 2143 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ნიკოლოზ ნათენაძე არის სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, რომლის ძირითადი კვალიფიკაცია არის ევროპის სამართალი; საერთაშორისო კერძო სამართალი; პრივატიზაცია; კორპორატიული სამართალი; გარემოსდაცვითი სამართალი; საინვესტიციო სამართალი და სამოქალაქო სამართალი.

ნათენაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიული ექსპერტი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. გარდა ამისა, ნათენაძე 2004 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი იურიდიული მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტის აპარატს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პარლამენტში მანანა კობახიძეს შეცვლის, მის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და 101 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics