|
2017-02-10 14:57:57, 1886 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩიხრაძე: პრინციპულია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ს არ ექვემდებარებოდეს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ევროპულ საქართველოსთან'', "მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპულ საქართველოსთან'', ''საქართველოს პატრიოტებთან'' და ,"ნაციონალურ მოძრაობასთან'' შეხვედრაზე ფიქრია ჩიხრაძემ დეპუტატებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ოფიციალური წერილისა და თხოვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ჩიხრაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციური ფრაქცია თანხმდება, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, არც ხელმძღვანელის დანიშვნის თვალსაზრისით, არც ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. „პრინციპულად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით დაბალანსებული და დაცული იყოს სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესინტერესები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება და ამავე პროექტმა უზრუნველყოს პიროვნების პოლიტიკური თავისუფლებები. ჩვენი წინადადებაა, რომ ეს ახალი სამსახური მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პერსონის- პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს. მასთან იყოს ანგარიშვალდებული, უფრო მეტი გახსნილობა და ღიაობა შემოვიტანოთ პროექტში სწორედ აი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემოტანის თვალსაზრისით'',- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ. მისი განცხადებით, ოპოზიციამ გამოთქვა მოსაზრებები, კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმების გამყარებასთან დაკავშირებით, ეს და სხვა მრავალი საკითხი შესაძლებელია, უკვე მეორე მოსმენისას დადგეს. "არის სხვადასხვა მოსაზრებები პარლამენტის ჩართულობის გაძლიერების, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებისა და სასამართლოს ფუნქციის გაძლიერების მიმართულებითაც. მაგრამ პრინციპულზე პრინციპული და ფუნდამენტურია, რომ ეს სამსახური არ იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, როგორც პერსონალურად, ასევე ანგარიშვალდებულებით'', - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)