|
2017-02-10 13:12:36, 1738 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ორმა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარადგინა. განხილვა ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს, რის შემდეგაც საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. სააგენტოს ამოცანად განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. სსიპ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო განისაზღვრება ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ექსკლუზიურად განმახორციელებელ ორგანოდ, როგორებიცაა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო–სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; განისაზღვრება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობის მოსამართლის მიერ განხილვის წესი; დგინდება მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნის ვალდებულება, რომელიც უნდა განახორციელოს სააგენტომ, რის შემდეგაც იგი იწყებს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. გათვალისწინებულია გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი, დგინდება მოსამართლის განჩინების აუცილებელი რეკვიზიტები, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტასთან და შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და მას ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)