08:45 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 19:44:33, 1110 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები მათი პრობლემების შესახებ ღია დიალოგს ითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი 5 წუთიან ეთერს ითხოვს, რომ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადონ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა აქციის მონაწილეების შენობიდან გამოყვანას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე სიტყვით სხვადასხვა ჯგუფის წარომადგენლები გამოდიან, რომლებისთვისაც მიუღებელია მაუწყებელზე გადაცემების დახურვა. ისინი ამბობენ, რომ "ერთი კაცის მენეჯმენტს ტელევიზიის დახურვის უფლებას არ მისცემენ".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics