20:35 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 17:23:04, 1596 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მოკლედ გააცნო საქართველოს უახლეს ისტორიაში, აფხაზეთში, კონფლიქტამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. აგრეთვე, ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. ბულგარეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, ისაუბრა, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის საელჩო 2017-2019 წლებში  ნატოს საკონტაქტო საელჩო იქნება, ხოლო 2018 წელს ექვსი თვით ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics