20:34 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:27:22, 1324 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი მოიწონა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად  პარლამენტს გადაეგზავნება.

გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს.

კერძოდ:  მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორციელდა მათი რანჟირება მასშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.  დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გამოეყო მშენებლობის ნებართვას თუმცა ამავდროულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროცედურები.  კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით.  კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან. კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას. საქართველომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics