|
2017-02-06 19:34:09, 1369 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთთან რეალური პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე შეხვედრა დღის წესრიგში არ ყოფილა
პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდა არის ის საშუალება, რომელიც გაძლევს პრობლემების დაძლევის, ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იბერია"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, აქტიურად დაიწყება თუ არა რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრაზე საუბარი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით რეალური დღის წესრიგი არ არის ჩამოყალიბებული. "ჩემი პოზიტია არის, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკების მაგიდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა იყოს მომზადებული და ამაში ყველა უწყება უნდა იყოს აქტიურად ჩართული, და ჩვენ შეხვედრისკენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდა არის ის საშუალება, რომელიც გაძლევს პრობლემების დაძლევის, ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყო ამ მიმართულებით, თუმცა რეალური დღის წესრიგი, სამწუხაროდ ამ ეტაპამდე არ ყოფილა ჩამოყალიბებული, სადაც ჩვენ და რუსეთის ფედერაცია რეალური პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე შევხვდებოდით", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეკითხვაზე, ხომ არ არის განგაშისი საფუძველი, რომ კვლევების მიხედვით, პრორუსული განწყობის მქონე მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასარკვევია, ეს ადამიანები არიან რუსეთის მხარდამჭერები თუ უბრალოდ ევროსკეპტიკოსები. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს. "ალბათ გასარკვევია, ეს არის რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილი თუ გარკვეულწილად ევროსკეპტიკოსები არიან, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ევროინტეგრაციის კურსს და ეს ნათლად ჩანს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. აი, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა რუსეთთან არსებობს ერთდროულად ძალიან პრობლემური თემები, რომლებიც უკავშირებდა ოკუპირებულ რეგიონებს, რეგიონებზე მცოცავ ანექსიას, გადასასვლელი პუნქტების დახურვას, იქ მოქალაქეების უფლებების დაცვას, ეს პრობლემები ყველა ყოველდღიურია და ამათ ირგვლივ აქტიურად უნდა ვიყოთ გაერთიანებული. მეორე მხრივ გვაქვს წარმატებები ვაჭრობის სფეროში, რაც მისასალმებელია და აი, ამ რეჟიმში ვმოქმედებთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)