|
2017-02-05 10:57:47, 1238 ნახვა
საზოგადოება
სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსში ბოსტნეულის წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროქეტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსი „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰა მიწის ფართობზე ააშენა. კომპლექსი მზის, ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობების - სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს კი, რეალური წინაპირობაა იმისა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა წარმოება გაზარდონ, მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. საბოლოოდ, ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების ზრდა აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გამოსწორების საშუალებას მოგვცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სადემონსტრაციო სათბურებში ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლის, ასევე დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ აღნიშნა, ნათელია ის პოზიტიური შედეგები, რასაც აღნიშნული სათბურების შექმნით ადგილობრივ ფერმერები იღებენ. მათ საშუალება აქვთ ისწავლონ ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შეძლონ მეტი მოსავლის მიღება. წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კი, საშუალებას მისცემს საქართველოს ბოსტნეულის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ჩინური მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით ჩინეთს აქვს. ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სათბურების არსებობა, რადგან ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ნაკლები დანახარჯებით მეტი შემოსავლის მიღება შეძლონ. ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტისათვის 20 მილიონი იუანი განისაზღვრა. ,,ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სოფლის მეურნეობის დარგში ადამიანური რესურსების განვითარების და ფერმერთა გადამზადების კუთხით. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ 300-მდე ადგილობრივი ფერმერისთვის საქართველოსა და ჩინეთში 6 სასწავლო კურსი ჩაატარა. შულავერში მდებარე სათდემონსტრაციო სათბურები სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა დაათვალიერეს. (NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)