|
2017-02-04 14:59:25, 2224 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება ჯერჯერობით არ მოხდება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ მოხდება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისივე თქმით, ამ დროისთვის შენობაში დაზიანებული ნაწილების მოხსნა და ზოგიერთი ნაწილის გამაგრება მიმდინარეობს. "ჩემი დავალების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურმა "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის მიმართ წერილობითი მითითება გასცა, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და თავისუფლად შეღწევა არ იყოს შესაძლებელია. მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე მივეცით მითითება, რომ ტერიტორია იყოს უსაფრთხო, ვინაიდან იქ იწყება დაზიანებული ნაწილის მოხსნასთან, ზოგიერთი ნაწილის გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რათა შემდგომ მეპატრონეებმა შეძლონ შესვლა და გადარჩენილი საქონლის გამოტანა. ასე რომ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თბილისის მერი დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრას, რომლებიც დღეს აქციას მართავენ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მათ უკვე შეხვდა და ალტერნატიული ფართების მოძიებაში და სესხების გადავადებაში დახმარება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)