18:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 17:09:13, 1512 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა, როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

ყურადღება გამახვილდა ასევე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე,  ქვეყნებს შორისორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პრეზიდენტის საგარო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს, საქართველოსპრეზიდენტის ხედვით, ეუთოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიულოცა.

შეხვედრას  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics