|
2017-02-03 17:00:10, 1029 ნახვა
საზოგადოება
N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა. უწყების ცნობით, კურსის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, INL-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ და მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა ამერიკის საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. „უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროფესიის დაუფლება გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის რიცხვს. კულინარიის კურსები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატების გაიარა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მსგავსი სასწავლო კურსების მთავარ მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. „მოხარული ვართ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ამ პროგრამის განხორციელებაში. პროგრამა მსჯავრდებულებს დაწესებულების გარეთ ცხოვრებისათვის ამზადებს, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს და ეხმარება ანაზღაურებადი სამსახურის მოძიებაში. შესანიშნავი პროექტია და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან“, - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა. კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალური სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი. (NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)