17:35 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 11:41:49, 2063 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებს“ - ენმ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

როგორც მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსამართლეები მანკიერ სისტემაზე ღიად საუბრობენ

"ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო გააუქმოს და ყოველივე ამის შემხედვარე, დუმილი დაუშვებელია. ყველა პროფესიულ ჯგუფს, პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ გავერთიანდეთ. მოსამართლეების დასაცავად კონსოლიდაციაა საჭირო“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს.

„კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან, უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. ამიტომ, გომელაურს უფლება არ აქვს იმ უწყების ხელმძღვანელი იყოს, რომელიც მოსმართლეებზე ღია ზეწოლას ახორციელებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრეზიდენტს მიმართა და მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში, მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსეენბთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics