|
2017-01-31 13:17:13, 915 ნახვა
საზოგადოება
ლაშა აბაშიძე: გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი დაიწყო
,,ექსპერტების ზედამხედველობით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, შენობის საცავში მოვაჭრეების შეყვანის პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ლაშა აბაშიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დაზარალებულებს ხვდება. ლაშა აბაშიძის თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ. „სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც შენობაში სამართალდამცველებთან ერთად, მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“,- განაცხადა ლაშა აბაძიძემ. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში, დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ. მოვაჭრეების განცხადებით, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, საცავში ნივთები სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)