00:29 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 10:01:58, 1031 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობიდან  ნივთების გამოტანას ითხოვენ.

როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ  მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრით, გზის გადაკეტვით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან.

ცოტა ხნის „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე მივიდა. ის ხანძრით დაზარალებულებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ დილის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა.
დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო, სამაშველო სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics