23:44 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-29 13:11:40, 1237 ნახვა

საზოგადოება
ბულვარში ხე-მცენარეები თოვლის საფარისაგან გაიწმინდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო. თოვლის საფარისგან გაწმენდის აქციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ახლოს ხეები თოვლის საფარისგან გაათავისუფლონ, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდეთ უხვ ნალექს რეგიონში. მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ხელთ არსებული რესურსი. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში, ისინი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამუშაოებში მობილიზებულია ბათუმის ბულვარის აგრონომიული და ტექნიკური სამსახურის ყველა თანამშრომელი. ამ დროისათვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე მრავალწლოვანი ხეები ჩამობერტყილია. მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება, ადგილი აქვს ძირითადად მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას.

,,ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებული და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. 

მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში და თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთავონ, გაწმინდოდნ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics