|
2017-01-27 11:50:39, 1068 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მაღალტექნოლოგიური საწარმოს „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კასპში მაღალტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ საწარმოში „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებითაა აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალურისასუქებიიწარმოება. მინისტრის თქმით, კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. „ორგანული სასუქების მწარმოებელი ახალი კომპანია „ჯეოფერტი“ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება მდგრად პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აგრარული წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ორგანულ წარმოებას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სასიხარულოა,რომ ეს შეიძლება ქართულ სასუქებზე, ქართულ საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებით მოხდეს. ამ კუთხით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შპს „ჯეოფერტის“ კომერციული დირექტორის, დავით კუპრავას განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ საწარმო რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც პროდუქციაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნა ადასტურებს. „ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში,ყაზახეთში,ბულგარეთში. მოლაპარაკების პროცესი გვაქვს კიდევ არაერთ ქვეყანასთან.რაც შეეხება საქართველოს ბაზარს,1500 ტონაზე მეტი სასუქი უკვე რეალიზებულია და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“, -აღნიშნა დავით კუპრავამ. ცნობისთვის, საწარმოშო დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული,რომელთაგან 65 ადგილობრივია. კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ დამატებით 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება. საწარმოში ლევან დავითაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. (NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)