19:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 10:37:57, 1410 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით შესაძლოა, მარტში წარსდგეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით შესაძლოა, მარტში წარსდგეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"მოლაპარაკებები არის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტს შორის, რომ ეს პრეზიდენტის წლიური გამოსვლა იყოს მარტის დასაწყისში", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს ანუ 7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics