|
2017-01-25 11:45:52, 988 ნახვა
საზოგადოება
FES: საქართველოში ახალგაზრდებისთვის მედიაში ყველაზე პოპულარული ახალი ამბებია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მედიაში ყველაზე პოპულარული ახალი ამბებია, რამდენადაც ახალგაზრდების 30% აცხადებს, რომ ახალ ამბებს ტელევიზიის, კომპიუტერის, პლანშეტის, ან სმარტფონის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს. ახალგაზრდების 51% ახალ ამბებს თვალს ადევნებს კვირაში 2-3-ჯერ. ფილმებიც საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებში. უცხოური ფილმები ახალგაზრდების 16%- ს ყოველდღიურად იზიდავს, ხოლო ახალგაზრდების 73% კვირაში ერთხელ მაინც ნახულობს უცხოურ ფილმს. ქართულ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებს ყოველდღიურად უყურებს ახალგაზრდების 6%, აღსანიშნავია რომ ზოგადად ახალგაზრდების 43% უყურებს ქართულ ფილმებს და 35% ქართულ სატელევიზიო სერიალებს კვირაში ერთხელ მაინც. ახალგაზრდები ქართული სატელევიზიო შოუებითაც ერთობიან. ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (57%) კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ქართულ თოქ-შოუს ან კომედიურ შოუს. მედია კონტენტი, რომელსაც ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად უყურებენ, არის რუსული სერიალები. საქართველოს ახალგაზრდების ნახევარზე მეტს (54%) არასდროს უნახავს რუსული სერიალი. ახალგაზრდების ყურადღებას ვერც რეალითი შოუები იზიდავს, ამ ტიპის შოუებს არასდროს უყურებს ახალგაზრდების 47%. ახალგაზრდებისთვის საინტერესო მედიას არ განსაზღვრავს სოციო-ეკონომიკური ფაქტორები და საცხოვრებელი ადგილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო იმატებს ასაკი, იმატებს ახალი ამბების მიმართ ინტერესი - 25-29 წლის ახალგაზრდების 41% ახალ ამბებს ყოველდღიურად უყურებს, მაშინ როცა თინეიჯერებს შორის ახალი ამბების მაყურებელთა წილი ნაკლებია (14- 18 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 13% უყურებს ახალ ამბებს ყოველდღი- ურად). ასევე ახალგაზრდა ქალები ყველაზე იშვიათად უყურებენ სპორტს და სპორტულ თოქ-შოუებს, მაშინ როცა ახალგაზრდა კაცების 53% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს სპორტულ გადაცემებს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)