21:21 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:29:58, 1091 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში რელიგიური ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობენ

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა,  რელიგიური ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობენ.

კერძოდ, გამოკითხულთა 85%-ს ზოგადად სჯერა ეკლესიისა და რელიგიური ინსტიტუტების; 58 % ძალიან სჯერა, ხოლო 23% გარკვეულ დონემდე.

რელიგიური ინსტიტუტების შემდეგ, ჯარი (76%) და პოლიცია (62%) ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით სარგებლობს.

რელიგიური ლიდერები შედიან იმ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა.

რელიგიურობისა და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვნება ასევე დადასტურდა გამოკითხვის მონაცემებით - ახალგაზრდების უმეტესობას, 90% სწამს ღმერთის.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics