|
2017-01-24 20:41:14, 1790 ნახვა
პოლიტიკა
კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდნენ უკრაინაში მცხოვრები ქართველები, ასევე უკრაინელები და გია ცერვაძის უკრაინელი და ქართველი თანამებრძოლები. როგორც "ექსპრესნიუსს" კიევიდან აცნობეს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა პლაკატები და ტრანსფარანტები მიიტანეს. აქიის მონაწილეებმა პეტიცია გადასცეს საქართველოს საელჩოს სადაც აქციის მონაწილეები ითხოვენ გია ცერცვაძის უფლებების დავას, რათა არ მოხდეს გადაცემა რუსეთისათვის "სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს და მის ოჯახს, ასევე ყველა იმ ჯარისკაცს (ყოფილს თუ მოქმედს), რომელიც დღემდე აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში! გიორგი ცერცვაძე არის აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ქართული შეიარაღებული ძალების ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას და დღემდე იბრძვის ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად! სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ დახურული არხებით აწვდის რუსეთს ქართული ჯარის ვიცე პოლკოვნიკის პირად მონაცემებს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ჯარისკაცების მიმართ ნიშნავს კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარებას, რომელსაც არასდროს შევეპუებით! მოვითხოვთ, რომ საქართველოს საელჩომ უკრაინაში, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და მიმართოს შუამდგომლობით და მოთხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, ვინაიდან მის სიცოცხლეს ოკუპანტ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება და მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას! - წერია პეტიციაში რომელიც აქციის მონაწილეებმა საქართველოს საელჩოში ჩააბარეს.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)