|
2017-01-23 11:54:35, 1819 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშოაბა განაახლა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი შეხვედრას ამ წუთებში მართავს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ტერიტორიული მოწყობისა და მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით, ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის მთლაიანად აღდგენის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. "არ შეიძლება ამ მიმართულებით, ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც შექმნის პრობლემებს. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გარანტიების შექმნა, მათ შორის ფინანსურის, რომ თვითმართველობა რეალურად ზრუნავდეს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ამასთან, გია ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის საკითხებს ვერ გადაწყვეტენ. გარდა ამისა, გია ვოლსკიმ კითხვაზე ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფება უნდა ჩაეწეროს თუ არა პრეამბულაში, ასე უპასუხა: "უნდა ჩაიწეროს ძირითადი ფორმულირება, საითკენ მივდივართ, რა პრინციპებისკენ მივდივართ და ამ პრინციპს პასუხობს დღეს ევროკავშირი. იმაზე პასუხი თუ რა იქნება 100 წლის შემდეგ, აქ ახლა კონსტიტუციის ხანდაზმულობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კონკრეტიკასთან დაკავშირებით თავს შევიკავებდი. უნდა ვიცოდეთ ის პრინციპები რაც გვაერთიანებს ევროკავშირთან. თუ რა სტრუქტურებს შეეხება, ეს კონკრეტიკა საჭირო არაა", - აღნიშნა ვოლსკიმ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)