|
2017-01-23 10:13:55, 1546 ნახვა
საზოგადოება
IDFI: საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა
IDFI- იმ 2013 წლიდან საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირების შესახებ ანგარიშსს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს ამ მიმართულებით მომხდარ უახლეს მოვლენებს (აპრილი-დეკემბერი, 2016) და ასევე საუბრობს , თუ რას შეიძლება ველოდოთ ფარული მიყურადების რეგილირებასთან დაკავშირებთ. ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა. "2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემდეგი პროცესები მიმდინარეობსფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით: საზოგადოებრივი აზრი მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ კარდინალურად არ შეცვლილა. კვლავ არსებობს განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხება”-ში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ინიცირება ვერ მოხერხდა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)