|
2017-01-19 16:34:42, 2668 ნახვა
მსოფლიო
IHS Markit: „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს ტერიტორიების მეოთხედი დაკარგა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“, 2016 წელს ერაყსა და სირიაში ოკუპირეული ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედი ნაწილი დაკარგა,- ამის შესახებ BBC ბრიტანეთის კვლევით კომპანია IHS Markit-ზე დაყრდნობით იუწყება. ექსპერტების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ჯიჰადისტებმა თითქმის 18 ათასი კვ. კმ ტერიტორია დაკარგეს. ამჟამად ისინი 60.4 ათას კვ. კმ ფართობს აკონტროლებენ. კომპანიის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად ირკვევა, რომ 2016 წელს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ოკუპირებულ ტერიტორიების 23% დაკარგეს, ხოლო 2015 წელს - 14%. „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. ეს ასევე სტრატეგიულ რაიონებს ეხება, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ დაჯგუფების გეგმების განხორციელებაში", - განაცხადა HS Markit-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კოლუმბ სტრეკმა. მისივე თმით, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ასადის სამხედრო ძალები ქალაქ მოსულს წლის პირველ ნახევარში დაიბრუნებენ. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე დიდი ბრძოლა ტერიტორიის დაბრუნების თვალსაზრისით სირიის ქალაქ რაკაში შედგება. რაკა ჯიჰადისტების სიმრავლით გამოირჩევა და მათი ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია, რომელსაც ანალიტიკოსების თქმით, ტერორისტები ადვილად არ დათმობენ. ამასთან, კომპანიის ექსპერტების შეფასებით, დაჯგუფებაში განხეთქილების პროცესი მიმდინარეობს. ჯიჰადისტების ნაწილი უფრო ტრადიციულ ისლამურ დოქტრინას უჭერს მხარს, ნაწილი კი ისლამის უფრო რადიკალურ მიმდინარეობებს ირჩევს. ამ ყველაფერმა, ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა დაჯგუფება ორ ნაწილად დაშალოს.
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)