|
2017-01-06 10:22:11, 1094 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრო 44 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კომისიამ 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში, ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე იმსჯელა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო სახლს 44 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ. კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)