|
2017-01-05 12:59:46, 1163 ნახვა
საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო: Booking.com-ის საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის
საქართველოს კონკურენციის სააგენტო Booking.com-ის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ-პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში შესული განცხადების შესწავლას არასწორი გამოხმაურება მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის. „კონკურენციის სააგენტო მხოლოდ იმ განცხადების დასაშვებობას განიხილავს, რომელიც 15 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი" შემოიტანა. ავტორი მიიჩნევს, რომ Booking.com-ის მიერ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, კონკურენციის სამართლის კუთხით, პრობლემურია. გვსურს განვმარტოთ, რომ კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე და საკითხი ამომწურავად შეისწავლოს. საკითხის სიღრმისეული კვლევის მიზნით, იგეგმება Booking.comის წარმომადგენლებთან გასაუბრება. უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია სასტუმროების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, კერძოდ, მათსა და Booking.com-ს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის" ხელთ არსებული ინფორმაცია და ა.შ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით, სააგენტო 10 იანვრამდე გადაწყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)