|
2017-01-05 12:21:28, 1915 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ასაჯაროვებს, რომლის მიხედვითაც, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, ბიუჯეტს 402 000 ლარის ზარალი მიადგა: „არქიტექტურის სამსახური იყო და რჩება კორუფციის ჭაობად, არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო არის ჩაწყობის, ბანდიტიზმის და ქალაქის მტრობის ბუდე. პირდაპირ პროექტის ავტორები საკუთარ განაშენიანების გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ. მითითებულია კიდეც, ვინ, როგორ და რანაირად. აქ წერია, რომ 402 000 ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს შეგნებულად, რომ არასწორად მოხდა არქიტექტურის სამსახურის მიერ კოეფიციენტების არასწორად დათვლა. რომ შეგნებულად 10 სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიან შენობად, ვითომ ოთხი სართული მიწისქვეშა სადგომი იყო და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ფართი“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. დოკუმენტი პროკურატურაში იგზავნება. დადგება თუ არა ყოფილი მთავარი არქიტექტორის დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ სულხან ცინცაძის 63 ნომერში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)