2016-12-31 11:31:02, 1356 ნახვა
საზოგადოება
მეტრო და საბაგირო მოსახლეობას უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება
სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან