|
2016-12-27 22:43:27, 917 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა 4-წლიან ანგარიშში ეროვნულ არქივზე ისაუბრა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის შესახებ ისაუბრა: „ჩვენ დღეს ვართ ეროვნული არქივის ამ პავილიონში, ამიტომ რამდენიმე სიტყვით გეტყვით, თუ რამხელა ნაბიჯი გადადგა ამ ბოლო 4 წლის მანძილზე ინსტიტუტმა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებშია დაარსებული. 2013 წელს ეროვნულმა არქივმა თავის ისტორიაში პირველად შეძლო და იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შევიდა ეროვნულ არქივში დაცული ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" და 2015 წელს იუნესკოს ამავე რეესტრში შეტანილ იქნა ეროვნულ არქივში დაცული, IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი ბიბლია. ეროვნულ არქივში დაცული მასალებისაგან ჩვენ სახალისო პროდუქციაც შევქმენით და იმ ბრენდირებულ მაღაზიაში, რომელიც ამ შენობის მეორე სართულზე მდებარეობს, ყველას შუძლია, მათ შორის ტურისტებს, შეიძინონ ეს პროდუქცია. ის რაც მოგვწონს და გვეამაყება, იმიტომ, რომ გვახსენებს ბავშვობას, არის SOUNDCLOUD-ის პლატფორმაზე გავრცელებული ჩვენი აუდიომეხსიერება, და პირველ რიგში, ზღაპრები, რომელიც კედელზე მიმაგებული რადიოდან ყველას გვესმოდა, ბავშვები რომ ვიყავით. მე მთხოვეს და ეროვნული არქივის თანამშრომლების სახელით ბრენდირებული პროდუქცია და გამოცემები მინდა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო მინისტრებს მოგიწოდებთ, რომ ჩემთან ერთად მაღაზიაში დაათვალიეროთ სხვადასხვა უძველესი ხელნაწერის ალბომები თუ პირველი რესპუბლიკის შესახებ უნიკალური გამოცემა და, თუ დაინტერესებით, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებადაც შეიძინოთ. მნიშვნელოვანია, რომ მრავალი წლის უნაყოფო მცდელობები დავასრულეთ წარმატებით და ჟენევიდან ჩამოვიტანეთ ერთა ლიგაში ჩვენი პირველი და უკანასკნელი ელჩის, ხარიტონ შავიშვილის არქივი. ეს იყო არქივი, რომელიც ჟენევაში ინახებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა საოკუპაციო ჯარი 1921 წლის თებერვალში და რეალურად ჟენევის არქივი ინახავდა მას, ისე რომ ძნელად იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ ჩვენი აპარატურით შევძელით იქ ჩასვლა, დავამზადეთ ავთენტური ასლები და ხარიტონ შავიშვილის არქივმა უკვე ჩვენს ეროვნულ არქივში დაიდო ბინა. მე მინდა ასევე, მოწოდება გავაკეთო, რომ თითეული თქვენთაგანის ან თქვენი ნაცნობის ოჯახში, შესაძლოა, ინახება უნიკალური დოკუმენტები, ფოტოები, არქივი, რომელიც არ გინდათ რომ დარჩეს ყუთებსა და კარადებში და გინდათ, რომ დაუტოვოთ შთამომავლობას. ასეთი ოჯახები მრავლადაა, მოაქვთ ეროვნულ არქივში თავიანთი საოჯახო მასალები. ასე მოიქცნენ, მაგალითად, აკაკი შანიძის, ვაჟა გვახარიას, ვახტანგ ჟორდანიას, მარიკა ლორთქიფანიძის, ილია ვეკუას, თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, ნანა ჯანელიძის, ძმები შენგელაიების და სხვათა ოჯახები, რომელთაც პირადი ან საოჯახო არქივები გადმოსცეს ეროვნულ არქივს, სადაც ის შეინახება სამუდამოდ, შეინახება დაცულად", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)