2016-12-27 10:39:08, 1017 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის შეტანა აკრძალა
რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი_ ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, „როსსელხოზნადზორი“ ამას დაავადება დერმატიტს უკავშირებს.
„საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში შემდეგი საქონლის შეტანაზე შეზღუდვები წესდება: ნოდულარული დერმატიტისადმი მგრძნობიარე საქონლის (მათ შორის მსხვიფეხა საქონლის), ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლისგან მიღებული პროდუქტის, რომელიც არ არის სათანადოდ დამუშავებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, აკრძალვა შეეხო გენეტიკურ მასალებს, გადაუმუშავებელი ტყავის ნედლეულს, რომლებიც მიღებულია ამ ვირუსით დაავადებული საქონლისგან, მათ შორის მსხვილფეხა საქონლისგან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან