|
2015-01-12 13:43:41, 2486 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობითაა გამოწვეული
„ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობითაა გამოწვეული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიას თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები დღეს დაიწყება. „ჯერჯერობით ვიზუალური დათვალიერებით, რაც ჩანს არის ის, რომ კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობით არის გამოწვეული. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოები დღესვე დაიწყება. ჩვენი სამსახურები მობილიზებულია იმისათვის, რომ გაწმენდა დავიწყოთ და გზა 2-3 თვე მთლიანად უნდა ჩავკეტოთ. საჭირო გახდება კედლის მშენებლობა, რათა გზა აღდგეს ჩვენ გვინდა, რომ მიზეზი შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ და დაადგინონ, რათა თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არის ამის შემდეგ გავრცელდეს“, - განაცხადა ნარმანიამ. წინასწარი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, გზის ქვეშ წყლის უხმა რაოდენობამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)